შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის საკრებულოს წევრი რაგიმ ასკეროვი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის საკრებულოს წევრი რაგიმ ასკეროვი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული.

„სამართალდამცველებმა ქართამის აღების ბრალდებით მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რ.ა. მოსამართლის განჩინებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რ.ა. მოქალაქეს - შ.მ.-ს, 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს აღნიშნული თანხის ნახევარი -1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი - მოგვიანებით უნდა გადაეცა.

შ. მ. და რ. ა. ერთმანეთს შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ. შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა.

სამართალდამცველებმა რ.ა. მიმდინარე წლის 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელენულ ინფორმაციაში.

ამასთან, „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ დაუდასტურა საკრებულოს წევრის რაგიმ ასკეროვის დაკავება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა