გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქიზიყის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, აბესაძის, ანტონ კათალიკოსის, დადიანის, ლესელიძის, ვახტანგ ბერიძის, კუფტინის, საიათნოვას, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო «სამგორი»-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის და მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ამასთან, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში,გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, დემნა შენგელაიას და მამკოდის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ტრაპაიძის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას II შესახვევის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის II კვარტლის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მეგობრობის გამზირის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მნათობის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, შალვა ნუცუბიძის, გურიელის, ირაკლი გამრეკელის, დელისის, იოველ ჯებაშვილის, გაზაფხულის და თამაზ ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.

ხოლო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამ ფანჯიკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს