გია ვოლსკის განმარტებით, სოფელ ახატანში მის სახლთან დაკავშირებულ შემთხვევას ძარცვას ვერ დაარქმევს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განმარტებით, სოფელ ახატანში მის სახლთან დაკავშირებულ შემთხვევას ძარცვას ვერ დაარქმევს.

როგორც დეპუტატმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა დაახლოებით თვენახევრის წინ მოხდა და ამის თაობაზე მას ჟურნალისტებნა ჯერ კიდევ მაშინ ჰკითხეს, როცა მედიით არჩილ თალაკვაძის სახლის გაქურდვის ფაქტი გაშუქდა.

“ახლა ვიღაცემ თემა ხელახლა წამოწია. ახატანის სახლში ძალიან იშვიათად მივდივარ. იქ გასაძარცვიც არაფერია. პირველ სართულზე ფანჯრის რაფა იყო ჩატეხილი - სულ ეს არის. შეიძლება ვინმემ ქვა ესროლა, შეიძლება ჩატეხა. სახლიდან რაიმე დაკარგული არ არის. ფანჯრის რაფაზე, სავარაუდოდ, სამუშაო ინსტუმენტი - სახრახნისი იდო, მაგრამ ზუსტად არც კი მახსოვს, იდო თუ არა. თუკი ის წაღებულია, შეიძლება ძარცვა დავარქვათ, მაგრამ მე ძარცვას არ ვარქმევ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

დეპუტატის ინფორმაციით, მომხდარზე მას პოლიციისთვის არ მიუმართავს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა