თამარ ჩუგოშვილმა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევროპული ასოციაციის გენერალური ასამბლეის სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) გენერალური ასამბლეის სხდომის გახსნას დაესწრო, რომელიც „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

სხდომა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ღონისძიებებით დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისს AEPJ-სა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის 35-მდე წარმომადგენელი და ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი ეწვივნენ.

„საქართველო ისრაელის მეგობარი ქვეყანაა და ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი ერთ-ერთი ინსტრუმენტია ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან ურთიერთობაში“, - განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა, როგორც ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მადლობა გადაუხადა თავის ისრაელელ კოლეგას, ქნესეთის ვიცე-სპიკერს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ხილიკ ბარს აქტიური თანამშრომლობისთვის. მისივე თქმით, „ისრაელის სახლის“ აქტივობებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში.

„საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის სერტიფიცირებული მარშრუტის ამოქმედება კარგი ინსტრუმენტია, რომ ისრაელელებმა და მსოფლიო ებრაელობამ კიდევ უფრო უკეთესად გაიცნონ საქართველო. ყოფილ საბჭოთა სივრცეში, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია თანამედროვე ისრაელის ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებში, როგორიცაა დიდი ალია და მსოფლიო ებრაული სააგენტოს (სოხნუთის) კავშირში. ორივე შემთხვევაში, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც კარგი გაუღო ალიას და ებრაულ სააგენტოს (JEWISH AGENCY) სოხნუთს“,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა