მიხეილ ბატიაშვილი - ყველა ბავშვს უნდა დავეხმაროთ არა მარტო ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, არამედ მათ კომერციამდეც მიყვანაში

ყველა ბავშვს უნდა დავეხმაროთ არა მარტო ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, არამედ იმაშიც, რომ ეს კომერციამდეც მიიყვანონ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მინისტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის დაჯილდოებას ესწრება. მისი თქმით, მსგავსი პროექტები მოსწავლეებისთვის დიდი გამოცდილება და მოტივაციაა.

„"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროქტია, რომელშიც, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სამინისტროც აქტიურად არის ჩართული. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის მხარეს და „ათასწლეულების გამოწვევის ფონდს“. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ბავშვების მოტივაციისთვის, ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა ინოვაციურ პროექტში. ახლა ვნახეთ მათ მიერ განხორციელებული პროექტები, რაც მართლა მნიშვნელოვანი მიღწევებია და რაც ყველაზე მთავარია, ესაა მათთვის უდიდესი გამოცდილება, მოტივაცია იმისთვის, რომ მეცნიერებაში დარჩნენ, ინოვაციები და ტექნოლოგიები განავითარონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას. ამის შემდეგ ბევრი იდეა გაჩნდება არა მარტო გამარჯვებულების მიმართ, არამედ მათ მიმართაც, ვინც შეიძლება, ვერ გაიმარჯვონ. პროექტის ფარგლებშიც განსაზღვრულია კერძო სექტორთან თანამშრომლობა, ჩვენც ყველა ბავშვს უნდა დავეხმაროთ არა მარტო პროექტების განხორციელებაში, არამედ იმაში, რომ მიიყვანონ მისი განხორციელება კომერციამდეც", - განაცხადა ბატიაშვილმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი" 2014 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასა-ს კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. წლევანდელი კონკურსის პარტნიორია "თიბისი ბანკი", ტექნოლოგიური მხარდამჭერი კი - "სილქნეტი".

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს