ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში გამარჯვება პროექტმა "ბარნის სმარტ ლაბირინთი" მოიპოვა

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში გამარჯვება მოსწავლეების პროექტმა "ბარნის სმარტ ლაბირინთი" მოიპოვა - გუნდი NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. პროექტში მონაწილეობდნენ გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, სკოლა აია-ჯესს, სკოლა „პროგრესი“.

მეორე ადგილზე გავიდა პროექტი "მოძრაობის სკანერი" (199-ე საჯარო სკოლა, თბილისი), ხოლო მესამე ადგილი დაიკავა პროექტმა "ესკულაპე" (სკოლა აია-ჯესს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია, თბილისი, სენაკი). გამარჯვებული გუნდი "თიბისის ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ზაფხულში აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.

ექსპერტთა კომისიამ მეორე ეტაპზე გასული 30 გუნდიდან კონკურსის ფინალისთვის 13 გუნდი შეარჩია. კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისის და თელავის სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ინოვაციური პროექტების დახვეწისა და განვითარების მიზნით ფინანსური მხარდაჭერა გაუწია. აღნიშნული პროექტები გუნდებმა კონკურსის ფინალურ ეტაპზე დასრულებული სახით წარადგინეს, რის შედეგადაც, ექსპერტთა კომისიამ გამარჯვებულები შეარჩია.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ 2014 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. წლევანდელი კონკურსის პარტნიორია „თიბისი“, ტექნოლოგიური მხარდამჭერი კი - „სილქნეტი“. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან და წარმატებულ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე სულ 13 პროექტი იყო წარმოდგენილი.

კონკურსის დაჯილდოებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, როს უილსონი ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში გამარჯვება პროექტმა "ბარნის სმარტ ლაბირინთი" მოიპოვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო