ნათია თურნავა - საქართველომ დასავლეთ შავი ზღვისპირეთთან წყალქვეშა კაბელით დაკავშირების პროექტი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში წარადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომაში მონაწილეობს. მინისტრის მოადგილემ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ევროკავშირის ენერგოსისტემებს შორის ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ამ მხრივ, უკვე გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის არსებული ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებასა და ადგილობრივი ენერგოსისტემის ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაციას.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული მდებარეობას ევროპასა და აზიას შორის, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა საქართველოს გავლით ე.წ. ენერგეტიკული „ხიდის“ განვითარებისთვის.

მინისტრის მოადგილემ დაასახელა კონკრეტული პროექტი, რომელიც საქართველოს დასავლეთ შავი ზღვისპირეთის ქვეყნებთან დააკავშირებს. საუბარია შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემებს დააკავშირებს. აღნიშნული პროექტი ქართულმა მხარემ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში უკვე წარადგინა ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტული პროექტის სტატუსის მოსაპოვებლად.

ნათია თურნავამ, ასევე დაასახელა სხვა ტრანზიტული პროექტები, რომლებშიც საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი და საერთაშორისო ინვესტიციების ხელშემწყობი ქვეყანა დასახელდა. ტრანზიტულ პროექტებს შორისაა სამხრეთ გაზის დერეფანი, რომლის შემდგომი განვითარების ეტაპით, უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის ცენტრალური აზიიდან ევროპის ბაზრისთვის მიწოდება.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს მსგავსი პროექტების განვითარებას, რომლის მიზანიც ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებაა“, - განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო