ილია ელოშვილი - სამარშრუტო ტაქსებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ, მაგრამ ოდნავ ქაოსური მოძრაობის გამო, ხშირ შემთხვევაში, შემაფერხებლებიც არიან

სამარშრუტო ტაქსებს ტრანსპორტირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ, მაგრამ ოდნავ ქაოსური მოძრაობის გამო, ხშირ შემთხვევაში, შემაფერხებლებიც არიან, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განუცხადა.

„ბოლოდროინდელი პრაქტიკა აჩვენებს, რომ დიდი ავტობუსები უფრო კომფორტული და მისაღებია მოსახლეობისთვის. შესაბამისად, კონკურენციის პირობებში, თუკი გამართულად და სწორად მოძრაობს, მოსახლეობას ყოველთვის აქვს სურვილი, გადაჯდეს დიდ ავტობუსებში. სამარშრუტო ტაქსები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტრანსპორტირებაში, მაგრამ თავისთავად, მათი ოდნავ ქაოსური მოძრაობის ფაქტებიდან გამომდინარე, შემაფერხებლებიც არიან ხშირ შემთხვევაში. ჩემი აზრით, ეს სიახლე ხელს შეუწყობს უფრო კომფორტულ მგზავრობას", - განაცხადა ელოშვილმა.

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ დღეს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა შესაძლოა, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრაონ. მისი თქმით, ყვითელი მიკროავტობუსები სავარაუდოდ, შიდასაუბნო ტერიტორიაზე გადაინაცვლებს და ის ცენტრალურ სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებლის ფუნქციას შეასრულებს. როგორც ხმალაძემ განმარტა, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო