ჰოლანდიაში ჩატარებულმა დნმ ანალიზმა ტექსელის კუნძულზე დაღუპული ორი ქართველი ჯარისკაცის იდენტობა დაადგინა

ჰოლანდიაში ჩატარებულმა დნმ ანალიზმა ლეუსდენში, ტექსელის კუნძულზე დაღუპული ორი ქართველი ჯარისკაცის იდენტობა დაადგინა. აღნიშნული ანალიზი ჰოლანდიის სასამართლო-სამედიცინო ინსტიტუტმა ჩაატარა.

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დნმ ანალიზმა უდავოდ დაადგინა აქამდე უცნობი ჯარისკაცების ვინაობა. მკვლევარმა რემკო რეიდინგმა განაცხადა, რომ ანალიზი 100%-ით იძლევა იმის თქმის საშუალებას, თუ ვინ არის საფლავში დაკრძალული და წარწერა „უცნობი ჯარისკაცი“ შეიძლება შეიცვალოს. საუბარია ქართველ ჯარისკაცზე, ფიდო ჭოლიაშვილზე და ანტონ გვინიაშვილზე. მკვლევარი რემკო რეიდინგი საქართველოში იყო და პირადად მოუყვა აღნიშნული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს ამ ამბავის შესახებ.

იხილეთ ვიდეო: ჰოლანდიაში ჩატარებულმა დნმ ანალიზმა ტექსელის კუნძულზე დაღუპული ორი ქართველი ჯარისკაცის იდენტობა დაადგინა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს