ირლანდიაში საქართველოს საელჩოში ფრანკოფონიის ფარგლებში  ლიტერატურული პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართა

ირლანდიაში საქართველოს საელჩოში ფრანკოფონიის თვის ფარგლებში გაიმართა ლიტერატურული პრემიის გადაცემის ცერემონია. ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნაწარმოები ირლანდიურ ენაზე ‘’Spill Simmer Falter Wither’’, რომელიც შემდგომ ითარგმნა ფრანგულად. წიგნის ავტორს, სარა ბაუმს კი ფრანკოფონიის სპეციალური პრიზი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებაზე საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი მისასალმებელი სიტყვით წარსდგა და განაცხადა, რომ საქართველოს საელჩო უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს ფრანკოფონიის ფარგლებში გამართული კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში. მან ასევე, ისაუბრა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებში მიღწეული შთამბეჭდავი შედეგებისა და მტკიცე ისტორიული კავშირებს შესახებ.

გიორგი ზურაბაშვილმა აღნიშნა, რომ წელს, უმაღლეს დონეზე, ხელი მოეწერა თანამშრომლობის დეკლარაციას. „ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი“. ასევე, მან მოკლედ მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის დღის წესრიგი და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ასპექტები.

გიორგი ზურაბაშვილმა აუდიტორიას აცნობა, რომ მომავალ წელს, „პარიზის წიგნის გამოფენაზე“ საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. მისი განცხადებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების საკითხში განსაკუთრებული როლი აქვს საფრანგეთს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების მედიატორი და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდამჭერია.

ღონისძიებას ესრებოდნენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საელჩოში საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ ქართული კულტურა და ლიტერატურა. სტუმრებს ასევე გააცნეს გამოფენა „საქართველოს ისტორიის ევროპული ფურცელი’’.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2020
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით