ლადო მგალობლიშვილი  მარიამ ჯაშთან ერთად ბათუმის სკოლას „გორდა“ ეწვია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან - მარიამ ჯაშთან ერთად, ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ მოსწავლეების შემეცნებითი უნარების განვითარებისთვის განხორციელებულ აქტოვობებს გაეცნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა კანონმდებლებს სასწავლო პროცესში დანერგილ სიახლეებსა და პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდეს . შეხვედრა, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ვიცე-მერები ესწრებოდნენ, რიგის აგენსკალნების სახელმწიფო გიმნაზიის დელეგაციის ვიზიტისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

საგანმანათლებლო-კულტურული გაცვლითი პროგრამით ბათუმს გიმნაზიის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები სტუმრობენ. შეხვედრის დასასრულს რიგელმა და ბათუმელმა მოსწავლეებმა ერთობლივი სპექტაკლი და კულტურული პროგრამა წარადგინეს, გაიმართა 2016-2017 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება, ასევე, გორდას მკითხველთა კლუბის მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა