პრემიერ-მინისტრი 29 მარტს თეძამის წყალსაცავის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ შიდა ქართლის რეგიონს ეწვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაური კასპში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, 14:00 საათზე თეძამის წყალსაცავის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრება. გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ პირველი წყალსაცავი საქართველოში, რომლის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელს მოემსახურება. 15:00 საათზე, მამუკა ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპის პროფესიული სასწავლებლისა და ტექნოპარკის მშენებლობის პროცესს გაეცნობა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა