გია ხუხაშვილი ფარულ ჩანაწერებზე - რეალური ძიების პროცესს ვერ ვხედავთ

მაშინ, როდესაც ჩემს მიმართ მოხდა ასეთი ფაქტი, ესეც ტერორიზმთან მიახლოებული აქტი იყო, რადგან იქ იყო ჩემი სახელით პატრიარქის ძალიან მძიმე ლანძღვა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გაადცემაში „360 გრადუსი“ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, არ ჩანს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია რეალურად ფარული ჩანაწერების საქმეების გახსნით.

„რეალური ძიების პროცესს ვერ ვხედავთ. ჩვენ დროდადრო ვხედავთ განცხადებებს ხან შს მინისტრის და ხან მისი მოადგილის რაღაც გაუგებარ ექსპერტიზასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ჩემს მიმართ მოხდა ასეთი ფაქტი, ესეც ტერორიზმთან მიახლოებული აქტი იყო, რადგან იქ იყო ჩემი სახელით პატრიარქის ძალიან მძიმე ლანძღვა, ალბათ, ამას რაღაც რაოდენობა ადამიანების დაიჯერებდა. წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში შემხედროდა ვინმე ისეთი, ვინც ეს დაიჯერა და მომხდარიყო კიდევ უფრო მძიმე დანაშაული. ესეც ტერორისტული აქტის ნაირსახეობაა. ერთადერთი ადგილი იცის ქართულმა საზოგადოება, სადაც შესაძლოა, ამ დანაშაულის ცენტრი იყოს და რას გვეუბნება ხელისუფლება, რომ რაღაც სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ თურმე და ექპერტიზა ვიდრე არ დამთავრდება კომპიუტერის, რომელიც შეიძლება შემდეგ საუკუნემდე გაგრძელდეს, მანამდე ამ დანაშაულის გახსნა არის ძნელი? აუხსნელია ის, რაც ხდება ამ საქმეზე“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს