უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე კვლავ შეაჩერეს

მიმდინარე წლის 1 მარტიდან განახლებული სისხლის სამართლის საქმე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 25 მარტს კვლავ შეაჩერა. ამის შესახებ ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის განახლების შესახებ, უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და უშიშროების სამსახურში შევიტანე მოთხოვნა, მოეცათ შესაძლებლობა საქმის მასალებს გავცნობოდი და ასევე იმას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. დღეს მივიღე პასუხი, რომ საქმე კვლავ შეჩერებულია გაურკვეველი ვადით“ , - განუცხადა ადვოკატმა „ინტერფაქს-უკრაინას“.

ამის მიზეზია ის, რომ უკრაინის გენპროკურატურას ჯერ არ მიუღია ნიდერლანდებიდან პასუხი მოთხოვნაზე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.

უკრაინის უშიშროების სამსახური საქმეზე ძიებას 2018 წლის თებერვლიდან აწარმოებს. 2018 წლის 12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში, რესტორან „სულგუნში“ დააკავეს, რის შემდეგაც თვითმფრინავით პოლონეთში გაამგზავრეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა