ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაშია წარმოდგენილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა კოლეგასთან, სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ექსპოზიცია მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ასამბლეის შენობაშია წარმოდგენილი.

ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგელობაში პარლამენტის წევრები: გოგა გულორდავა, გიორგი თოთლაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ბაქრაძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა