დონალდ ტრამპმა ოპეკ-ის ქვეყნებს ნავთობის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა ოპეკ-ის წევრ ქვეყნებს ნავთობის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

„ბაზრები დაუცველია, ნავთობის ფასი ძალიან მაღლა იწევს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ მიკრობლოგში.

ტრამპის ამ სიტყვების შემდეგ, „Brent“-ის მარკის ნავთობზე ფასი ერთი დოლარით შემცირდა და 66.76 აშშ დოლარი შეადგინა. დაეცა, ასევე, ჩრდილოამერიკული ნავთობის ფასიც და 58.33 დოლარი შეადგინა.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი არაერთხელ გამოვიდა მსგავსი განცხადებებით, კერძოდ კი, საუდის არაბეთის მისამართით. ექსპერტების აზრით, ნავთობზე მაღალი ფასები, ნაწილობრივ, განპირობებულია თავად დონალდ ტრამპის პოლიტიკით, ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკის გამოსვლით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა