გია ხუხაშვილი - დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნება“

მურუსიძე და ჩინძალაძე წინა ხელისუფლებას მსახურებად ჰყავდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ პარტნიორებად გაიხადა და მუდმივ მოსამართლეებად გაამწესა. მიშას ისეთი სისტემა ჰქონდა, ნებისმიერ მომენტში ამ ხალხის გაყრა შესაძლებელი იქნებოდა,- განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

გია ხუხაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება შალვა შავგულიძე გააკრიტიკოს პარტია „ევროპული საქართველოს“ გვერდით დგომისთვის.

„დღევანდელი ხელისუფლება, განსაკუთრებით ბოლო ეტაპზე, მას შემდეგ, რაც კოლექტიური მურუსიძე მთლიანად გადმოიბარა, გახდა ყველაფერში სამართალმემკვიდრე წინა ხელისუფლების. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნება“, ისინი ერთნი არიან, მათ შორის მორალური ზღვარი არ არსებობს. კი აქვთ პრეტენზია, რომ მორალური უპირატესობა აქვთ, მაგრამ რისი უპირატესობა აქვთ, უარესებს აკეთებენ, მურუსიძე და ჩინძალაძე იმათ ჰყავდათ მსახურებად და დღევანდელმა ხელისუფლებამ პარტნიორებად გაიხადა და მუდმივ მოსამართლეებად გაამწესა. მიშას ისეთი სისტემა ჰქონდა, ნებისმიერ მომენტში ამ ხალხის გაყრა შესაძლებელი იქნებოდა. კობახიძე გამოდის და შავგულიძეს საყვედურობს, გირგვლიანის ადვოკატი როგორ წავიდა „ევროპულ საქართველოსთანო“. ადამიანო, ვისზე საუბრობ, გვერდზე ვინ გიზის, ისინი ნახე, მურუსიძის ლობისტი ხარ, ადამიანის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ გირგვლიანის მკვლელები გარეთ გამოსულიყვნენ ციხიდან და ეს ადამიანი მორალს უკითხავს შალვა შავგულიძეს. მეტი უტიფრობა გაგონილა?!“- აღნიშნა ხუხაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა