„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მარტს 11:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებში ციხისძირი, მუხრანი, ქანდა, ქსანი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენეტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, დულუზაურები, მამადაანები და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:45-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი და მიმდებარე სოფლებში.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენეტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბოდორნა, ხეობა, აგატი და მიმდებარე სოფლებში. 12:30-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, არანისი, ჟინვალი, არაგვისპირი, ხოლო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე - აბონენტებს ქ. დუშეთში კოსტავას, შამანაურის, ზანდუკელის, ერისთავის, ერეკლე II-ს და მიმდებარე ქუჩებზე.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.