პრემიერ-მინისტრი თეძამის წყალსაცავის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს შიდა ქართლის რეგიონს ეწვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაური კასპში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, 14:00 საათზე თეძამის წყალსაცავის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრება. გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ პირველი წყალსაცავი საქართველოში, რომლის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელს მოემსახურება. 15:00 საათზე, მამუკა ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპის პროფესიული სასწავლებლისა და ტექნოპარკის მშენებლობის პროცესს გაეცნობა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს