პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით დაკავებულის პროცესი დღეს გაიმართება

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით აჭარაში დაკავებული პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული, სადაც 18 წლის მირიან მჟავანაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

მირიან მჟავანაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 19 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, 4 პირს კი, პატიმრობა. 28 მარტს, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს