დონალდ ტრამპი ავადმყოფებს უწოდებს მათ, ვინც რუსეთთან გარიგებაში მის დადანაშაულებას აგრძელებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავადმყოფებს უწოდებს მათ, ვინც რუსეთთან გარიგებაში მის დადანაშაულებას აგრძელებს.

„ახლახან ვნახე, „დემოკრატმა“ კონგრესმენმა ადამ შიფმა განაცხადა, რომ შესაძლოა რაიმე გარიგება იყოს რუსეთთან. ეს ავადმყოფი ხალხია. რაღაც პასუხისმგებლობა უნდა იყოს ამისთვის, ვინაიდან ეს სიცრუეა და მათ იციან, რომ ეს სიცრუეა“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა მიჩიგანის შტატში გამართულ მიტინგზე.

მისივე თქმით, ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც ხელს უწყობდა მის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელებას.

„ყველა მოქმედმა და ყოფილმა ჩინოვნიკმა, ვინც ფულს იხდიდა, ავრცელებდა და მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტყუილს, პასუხი უნდა აგოს ამაზე“, - აღნიშნა აშშ-ს ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური პროკურორის რობერტ მუელერის გამოძიების ანგარიშში, რომელიც აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ნაწილობრივ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა