მამუკა ბახტაძე - თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი და პროფესიული სამოქალაქო სექტორის გარეშე

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმისა“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. პრემიერმა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

„მისასალმებელია, რომ ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა და წელს რიგით მესამე შეხვედრა იმართება. ცხადია, ეს უდავოდ მეტყველებს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნებაზე იმ საკითხში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება. ეს კონფერენცია ხელს უწყობს დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში. როგორც მთავრობის მეთაურმა, მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო მთავრობის მზადყოფნა, იყოს ამ დიალოგის აქტიური მონაწილე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ფართოდ არის წარმოდგენილი სამოქალაქო სექტორი საქართველოს რეგიონებიდან. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი და პროფესიული სამოქალაქო სექტორის გარეშე.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო გამოირჩევა საკმაოდ აქტიური არასამთავრობო სექტორით, რომელიც ჩართულია თითქმის ყველა სფეროს პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში და მონიტორინგს უწევს მთავრობის მუშაობას. განსაკუთრებით ვაფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენი არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის ნაწილიცაა. სამოქალაქო სექტორი მონაწილეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პრაქტიკულად ყველა ეტაპზე. მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ ახალი ასოცირების დღის წესრიგის ფორმირების პროცესში, რომელშიც გაწერილია 2020 წლის ბოლომდე ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ნაბიჯები,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა