თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ენერგოეფექტური მშენებლობა“ გაიმართა

თბილისში, საერთაშორისო კონფერენცია „ენერგოეფექტური მშენებლობა“ გაიმართა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა დავით გიგინეიშვილმა მიიღო მონაწილეობა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

კონფერენცია უძრავი ქონების ჰაბის „Property Georgia“ (www.propertygeorgia.ge), პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების საინვესტიციო საბჭო - საქართველოსა და ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრის C4IBS ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, აგრეთვე ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF).

თავის მოხსენებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა დავით გიგინეიშვილმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტზე „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი, აგრეთვე კანონქვემდებარე აქტების პროექტებზე - ეროვნულ მეთოდოლოგიასა და შენობებში ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ.

დავით გიგინეიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ სხვა ნორმატიული აქტებიც ამოქმედდება. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის მიღება საქართველოს ვალდებულებაა ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ, ამავე დროს, მშენებლობის სექტორში ახალი ენერგოეფექტურობის ნორმების ამოქმედება პოზიტიურად აისახება როგორც უშუალოდ მშენებლობის ხარისხზე, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეამცირებს აღნიშნული შენობების ექსპლუატაციის ხარჯებს.

კონფერენციაზე მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს შენობების სერტიფიცირების მოდელებზე და ასევე გზებზე, თუ როგორ აშენდეს ენერგოეფექტური შენობები და როგორ იქცეს ძველი მშენებლობები ენერგოეფექტურად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა