ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის მიმართულებით მომუშავე, უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს ყოველწლიურად, 31 მარტს გადაეცემა

ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის მიმართულებით მომუშავე, უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს ყოველწლიურად 31 მარტს გადაეცემა. ამის შესახებ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა ზვიად გაბისონიამ განუცხადა. როგორც გაბისონიამ აღნიშნა, პრემიის ოდენობა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

„31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე სრულდება და დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები. როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს დაევალა გასცეს ზვიად გამსახურდიას სახელობის ყოველწლიური პრემია ჩვენს დიასპორაზე, ემიგრანტებზე, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ ქართველოლოგიის მიმართულებით. ბიუჯეტის დეტალიზაციისგან თავს შევიკავებ, რადგანაც ამ საკითხზე ახლა ვმუშაობთ. სამშაბათს ან ოთხშაბათს შეგვეძლება მეტი დეტალი გითხრათ. საუბარია ერთ მეცნიერზე, წელიწადში ერთი პრემია გაიცემა, რადგან მიმართულებაც ერთია -ქართველოლოგიური კვლევები. პრემია გაიცემა 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე",- განაცხადა გაბისონიამ.

ცნობისთვის, 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომისია შექმნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი პრეზიდენტის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება რიგი ღონისძიებები.

„საქართველოს ფოსტა“ ამ დღესთან დაკავშირებით გამოსცემს ზვიად გამსახურდიას მარკას. განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას პრემიას, რომელიც გაიცემა ყოველწლიურად 31 მარტს",- აღნიშნა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა