ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეებთან დაკავშირებით, გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციასთან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტი ვენეციის კომისიის ყველა იმ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან იქნება თავსებადი.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმის დროს ვენეციის კომისიასთან ჰქონდა ნაყოფიერი თანამშრომლობა და ეს პროცესი გრძელდება საერთო სასამართლოების შესახებ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში.

„როდესაც ჩვენ კანონპროექტი პირველი მოსმენით განვიხილეთ, ის პარალელურად ვენეციის კომისიას გადავუგზავნეთ, ჩვენ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან. დეტალურად გავეცნობით მათ მოსაზრებებს, ვიმსჯელებთ და გავითვალისწინებთ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამის ყველა რეკომენდაციას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა