ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - რეგიონებში სოციალური მუშაკების აყვანის სერიოზული პრობლემა გვაქვს

„რეგიონებში სოციალური მუშაკების აყვანის სერიოზული პრობლემა გვაქვს,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2019 წელს სოციალური მუშაკებისთვის გამოცხადდა 30 ვაკანსია, თუმცა მხოლოდ მათი ნაწილი შეივსო.

„2018-2019 წლის ვალდებულებების მიხედვით, გეგმაში ჩვენ გვაქვს სოციალურ მუშაკთა შტატების ეტაპობრივი ზრდა იმგვარად, რომ 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებული სოციალური მუშაკები სრულყოფილად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. ჩვენ 2019 წლის გეგმაში 50 სოციალური მუშაკის დამატება განვსაზღვრეთ. აქედან უკვე გამოცხადებული იყო 30 ვაკანსია, საიდანაც მხოლოდ ნაწილი შეივსო. ბევრ თქვენგანს მოეხსენება, რომ ჩვენ რეგიონებში სოციალური მუშაკების აყვანის სერიოზული პრობლემა გვაქვს, ვინაიდან ზოგადად მცირეა სოციალური მუშაკების რაოდენობა საქართველოში, ძირითადად მაინც კონცენტრირებულია თბილისში.

იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წელს სერტიფიცირების პროგრამა ამოქმედდება და იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებსაც არ აქვთ განათლება სოციალურ მუშაობაში, სერტიფიცირების პროგრამის გავლის საშუალება ექნებათ. ვფიქრობთ, რომ ეს წელი, სერტიფიცირების პროგრამა და ტრენინგები მოგვიგვარებს კვალიფიკაციის პრობლემას, განსაკუთრებით რეგიონებში,“ - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მიერ მიღებული “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე შესაბამისი უწყებები ანგარიშს წარადგენენ.

„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონით დადგენილია სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, რომელიც სოციალურ მუშაკს ავალდებულებს პროფესიული საქმიანობისას დაიცვას შემდეგი ფუნდამენტური საკითხები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, კეთილსინდისიერება და პროფესიული ეთიკის დაცვა.

კანონი ადგენს დარგობრივ კომპეტენციას სოციალური მუშაკებისთვის. კერძოდ, სოციალური მუშაკის სპეციალური, დარგობრივი, სოციალური მუშაობა განისაზღვრება როგორც სოციალური მუშაობა ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის სფეროში, სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან, სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა