ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სოციალურ მუშაკებს - თქვენი დიდი გულშემატკივარი ვიყავი, ვრჩები და მომავალშიც ვიქნები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა სოციალური მომსახურება საქართველოოში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია იყოს.

როგორც თამილა ბარკალაიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, სოციალური მუშაკების როლი მისთვის კარგად ცნობილია, რადგან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე, ის სწორედ მათი კოლეგა იყო.

„მე მინდა პირადად ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო სოციალური მუშაკების მიმართ. ბევრი მათგანი ჩემთვის პარტნიორი იყო მანამდე, ვიდრე მე მინისტრის მოადგილის პოსტზე დავინიშნებოდი და დიდი პატივისცემით ვარ თითოეული თქვენთაგანისადმი. მე ძალიან კარგად ვაცნობიერებ რას აკეთებს სოციალური მუშაკი და რა როლი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი როლია თქვენი ამაში და მნიშვნელოვანია თუ რა საჭიროებები აქვს სოციალურ მუშაკს იმისთვის, რომ მან თავისი მოვალეობა კარგად შეასრულოს.

მანამდეც და ახლაც, თქვენი დიდი გულშემატკივარი ვიყავი, ვრჩები და მომავალშიც გავაგრძელებ შესაბამის დამოკიდებულებას და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სოციალური მუშაობა საქართველოში იყოს ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია“, - განაცხადა ბარკალაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო