გრძელვადიან სამეცნიერო სტრატეგიაზე მუშაობა მაისში დასრულდება

გრძელვადიან სამეცნიერო სტრატეგიაზე მუშაობა მაისში დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, სტრატეგიის შემუშავების შემდეგ სამინისტროს უკვე ექნება დაგეგმილი ის ნაბიჯები, რომელიც შემდეგ წლებში მეცნიერების განვითარებისთვის უნდა გადაიდგას.

„განათლების რეფორმაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება მეცნიერების განვითარებას უჭირავს. დღეს იმართება პირველი ფორუმი, რომელშიც ქართველი მეცნიერები მონაწილეობენ. დღეს დაიწყება მუშაობა სამეცნიერო სტრატეგიის შემუშავებაზე, პრიორიტეტების განსაზღვრაზე. რეფორმების ფარგლებში ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ უნდა დაიგეგმოს ის ნაბიჯები, რომელიც გრძელვადიანად მეცნიერების განვითარებას მოგვიტანს. მაისში დაგეგმილია მეორე ფორუმი, რომლისთვისაც უკვე ველოდებით მეტ წარმატებულ ქართველ მეცნიერს და უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებთან ერთად, რომლის დროსაც დასრულდება გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა და რეფორმების ფარგლებში უკვე გვექნება დაგეგმილი ის ნაბიჯები, რომელიც შემდეგ წლებში მეცნიერების განვითარებისთვის უნდა გადაიდგას",- განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ამ წუთებში სამეცნიერო ფორუმი "მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში" იმართება. ფორუმზე მეცნიერების სფეროში არსებულ მდგომარეობას, განათლების რეფორმის გამოწვევებს, მეცნიერების განვითარების პერსპექტივებსა და მის როლს რეფორმის ახალი სისტემის შექმნაში განიხილავენ. გაიმართება პანელ-დისკუსიები სხვადასხვა დარგში -საბუნებისმეტყველო, მედიცინის და ჯანმრთელობის, აგრარული, ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური, სოციალური მეცნიერებისა და ინჟინერიის, ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს