ვანო ზარდიაშვილი - ეკა ბესელიას დღის წესრიგშია პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს – მასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემა უკვე არარელევანტურია

ეკა ბესელიას დღის წესრიგშია პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს – მასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემა უკვე არარელევანტურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეკა ბესელია „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წევრი აღარ არის, მას საკუთარი დღის წესრიგი გააჩნია და არ აპირებს ბესელიას დღის წესრიგს აყვეს.

„მასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემა უკვე არარელევანტურია. ქართულ პოლიტიკაში უამრავი სხვა მნიშვნელოვანი საკითხია. ბესელიაზე პასუხების გაცემას აღარ ვაპირებ და მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ არასასიამოვნო პროცესის ყურებისათვის”, - განუცხადა ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილმა.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ამორალური ხალხია აღნიშნული ჩანაწერების შემკვეთი, გადამღები და გამავრცელებელი პირები.

დეპუტატმა საგამოძიებო ორგანოებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა