იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს გიორგი შარაბიძის კანდიდატურაზე რეკომენდაციას აძლევს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს გიორგი შარაბიძის კანდიდატურაზე რეკომენდაციას აძლევს.

ცესკოში წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უფლებამოსილების ვადა თავად გიორგი შარაბიძეს ამოეწურა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად კვლავ შარაბიძე და მასთან ერთად ნათია იოსელიანის კანდიდატურა შესთავაზა.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კანდიდატურებს მოუსმინა, რის შემდეგაც ღია კენჭისყრა გაიმართა.

გიორგი შარაბიძეს კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ნათია იოსელიანმა 2 წევრის მხარდაჭერა მიიღო.

ცესკოს წევრს საბოლოოდ პარლამენტი აირჩევს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს