სოციალური მომსახურების სააგენტოს 12 იურისტი დაემატება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ სოციალური მუშაკების მოთხოვნა იურისტებისა და ფსიქოლოგების დამატებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდება და სოციალური მომსახურების სააგენტოს 12 იურისტი დაემატება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სოციალური მუშაკების ერთ-ერთი მოთხოვნა იურისტების და ფსიქოლოგების დამატება იყო. რაც შეეხება ფსიქოლოგს, ფსიქოლოგთან დაკავშირებით, უკვე დამატებულია 1 ვაკანსია.

„მოგეხსენებათ რეორგანიზაცია არის გამოცხადებული სოციალური მომსახურების სააგენტოში და ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ შემოთავაზებები სად და რომელ რეგიონში იქნება საჭიროება ფსიქოლოგის დამატების. სოციალური მუშაკები მოგვაწვდიან იმ რეგიონების ჩამონათვალს, სადაც ფსიქოლოგი არის საჭირო“, - განაცხადა ბარკალაიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში დამატებით ფსიქოლოგების შტატები რეგიონებსა და თბილისში აპრილის ბოლომდე შეიქმნას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა