პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელების ბრალდებით ბათუმში დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა, რომ მისი ქმედება დანაშაული იყო

მირიან მჟავანაძეს საკუთარი არხი აქვს „იუთუბზე", სადაც ვიდეოკადრებს ტვირთავს იმისთვის, რომ პოპულარობა „ლაიქების" და კომენტარების მიხედვით მოიპოვოს. ამ ვიდეოს ატვირთვაც ამ მიზანს ემსახურებოდა", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბზე“ ატვირთვის ბრალდებით აჭარაში დაკავებულის ადვოკატმა, ლევან დავითაიამ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მის დანაშაულებრივ ქმედებას ვერ აცნობიერებდა.

„მისი დაკავება ბათუმში მოხდა. ის მის ქმედებას აღიარებს. აცხადებს, რომ არ იცოდა ამ ქმედების დანაშაულებრივობა. განმსაზღვრელია მისი ასაკიც, 18 წლისაა და შესაძლოა, მართლაც, ვერ აცნობიერებდა მის ქმედებას. თუმცა, მეორე ფაქტობრივი გარემოებაცაა, ვფიქრობ, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის, რადგან პირი, რომელსაც უშუალოდ აქვს ეს კადრები და ავრცელებს, არც დადგენილია და არც დაკავებულია. ის კონკრეტულ ადრესატებთან აგზავნის ამ შეტყობინებას და მათი დაკავება ხდება", - განაცხადა დავითაიამ.

მისივე განმარტებით, მჟავანაძისთვის უცნობი იყო აღნიშნულ საქმეზე 18 პირის დაკავება. ადვოკატისთვის გირაოს ის ოდენობაც მიუღებელია, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარე დაკავებულის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

"პროკურატურა ითხოვს გირაოს, საკმაოდ მაღალ თანხას, რასაც სასამართლოში დავუპირისპირდებით და მოვითხოვთ, ეს თანხა მინიმალურზე იყოს დაწეული, ან საერთოდ გირაოს გარეშე იყოს ის გათავისუფლებული. საერთოდ, გირაოს თანხა ოჯახის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე დგინდება. პროკურატურას ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობა საერთოდ არ აქვს შესწავლილი. ეს პირი აბიტურიენტია, წელს აბარებს. გარდა ამისა, მისი ქმედება მიზნად ვიღაცისთვის ზიანის მიყენებას არ ისახავდა", -განაცხადა დავითაიამ.

ადვოკატის თქმით, მჟავანაძის მიერ ფარული ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელში ატვირთვა ბანალურ მიზანს ემსახურებოდა“, - განაცხადა ლევან დავითაიამ.

მირიან მჟავანაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბზე“ ატვირთვის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 19 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, 4 პირს კი, პატიმრობა. 28 მარტს, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა