მამუკა მდინარაძე - მგონია, რომ სერიოზულ საყვედურს მიიღებენ ორგანიზაციები, ვინც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა

მგონია, რომ ძალიან სერიოზულ საყვედურს მიიღებენ ორგანიზაციები, ვინც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.

„ანგარიშში გვხვდება, რომ თითქოს საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანას კულტივაციის შესახებ. ეს ასე არ მომხდარა, რადგან ჩვენ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გავიწვიეთ. ეს სერიოზული უხერხულობაა და იმედია, მომავალში ჩვენს მთავარ პარტნიორს ასეთი უხერხულობა აღარ შეექმნება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში წერია, რომ „2018 წლის ივლისში საქართველომ სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანას კულტივაციისა და წარმოების ლეგალიზება და მარიხუანას პირადი მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო