ზვიად კუპრავა - უცენზურო სიტყვა არ ეკუთვნოდა არავის, უბრალოდ ემოციის ფონზე, ზოგადად იყო ნათქვამი, რომელიც პოლიციის შემოსვლამ შემიქმნა

უცენზურო სიტყვა არ ეკუთვნოდა არავის, უბრალოდ ემოციის ფონზე, ზოგადად იყო ნათქვამი, რომელიც იქ პოლიციის შემოსვლამ შემიქმნა, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულმა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა.

როგორც მან პროცესზე განმარტა, მას შეურაცხმყოფელი სიტყვები კონკრეტული მოსამართლის მისამართით არ უთქვამს, თუმცა, უცენზურო სიტყვების წარმოთქმას ნანობს.

„ზუსტად ვიცოდი, რომ მოსამართლე არ მეძახდა, პოლიციელები უკანონო მითითებას მაძლევდნენ და არ ვიყავი ვალდებული პოლიციელების მოთხოვნას დავმორჩილებოდი. მაქსიმალურად მშვიდად ვცდილობდი, პოლიციელებთან ნაკლები კომუნიკაცია დამემყარებინა.

ტერმინი, რასაც პროკურატურა მედავება, ეს არ არის ტერმინი, რომელიც ადამიანის განსაკუთრებით დადებით თვისებებზე მეტყველებს. როგორც წარსულში სხვა მსგავს უცენზურო სიტყვებს, ამასაც ცხადია, ვნანობ. ეს კონკრეტული მოსამართლის მიმართულულებით არ ყოფილა.

იქ იყო ძალიან აგრესიული ფონი, რომელიც პოლიციელების მხრიდან მოდიოდა და არა ჩემი მხრიდან“, - განაცხადა კუპრავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო