ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა. გორგოძის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის ელექტრონული განაცხადი 4000-მდე აპლიკანტმა შეავსო.

„მინდა ვთხოვო აბიტურიენტებს, რომ 3 აპრილის 18:00 საათამდე ნუ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს, რადგან ამ დროიდან მათ აღარ შეეძლებათ დარეგისტრირება. თუ ვერ გაივლიან ამ დრომდე რეგისტრაციას, ისინი შემდეგ ეტაპებზე ვეღარ გადავლენ. შემდეგი ეტაპი არის 7 მაისის 18:00 საათი, 7 მაისისთვის აბიტურიენტებს შეუძლიათ დაამატონ საგნები, რომლის ჩაბარებაც უნდათ. 3 აპრილამდე აბიტურიენტებს 1 საგანი მაინც უნდა ჰქონდეთ არჩეული, რომ გაიარონ რეგისტრაცია და 7 მაისამდე დანარჩენი საგნებიც შეუძლიათ აირჩიონ ან შეცვალონ საგანი. მესამე ეტაპი აგვისტოშია, მაშინ, როცა უკვე გამოქვეყნებულია შედეგები და აპელაციების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მათ შეუძლიათ პროგრამებში ცვლილებების შეტანა",- განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპიანია. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი - რომელიც ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება.

ამ ეტაპის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ.

საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.

რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ხშირად დასმული კითხვები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს