მამუკა მდინარაძე - არარელევანტური და არასწორია კითხვა იმის თაობაზე, გავითვალისწინებთ თუ არა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას

არარელევანტური და არასწორია კითხვა იმის თაობაზე, გავითვალისწინებთ თუ არა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას - ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე მმართველი გუნდი ყველა სამართლებრივად ლოგიკურ და კონსტიტუციასთან შესაბამის რეკომენდაციას გაითვალისწინებს.

ამ კონტექსტში დღეს მდინარაძემ ისიც გაიხსენა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, პარლამენტი საერთოდ არ ჩარეულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში, თუმცა მმართველმა გუნდმა ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო.

„უხერხულია კითხვა იმის შესახებ, გავითვალისწინებთ თუ არა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ასეთი დათქმა თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს. ვენეციის კომისია არის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც რეკომენდაციებს გასცემს და პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები ამ რეკომენდაციების დიდ ნაწილს იზიარებენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა