პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით ბათუმში დაკავებულს გირაო შეეფარდა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით, ბათუმში დაკავებულ 18 წლის მირიან მჟავანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა საპატიმრო უზრუნველყოფით.

მირიან მჟავანაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 19 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, 4 პირს კი, პატიმრობა. 28 მარტს, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა