მასწავლებელთა პროფესიული გამოცდისთვის რეგისტრაციის პროცესი, სავარაუდოდ, მაისში დაიწყება, გამოცდა კი ივლისში ჩატარდება

მასწავლებელთა პროფესიული გამოცდისთვის რეგისტრაციის პროცესი, სავარაუდოდ, მაისში დაიწყება, გამოცდა კი, ივლისში ჩატარდება. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, გამოცდის ჩატარების თარიღზე გადაწყვეტილებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მიიღებს.

„ველოდებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს, რომელიც გეგმავს გარკვეული ტიპის ცვლილებებს. როგორც კი გვეტყვიან, რომ მზად ვართ რეგისტრაციისთვის, გამოვაცხადებთ. ვფიქრობ, შეიძლება მაისში მოხდეს რეგისტრაციის გამოცხადება, თუმცა, ეს დამოკიდებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრზე. გამოცდა ვფიქრობ, ივლისში იქნება, თუკი შევძლებთ მაისის დასაწყისშივე დავიწყებთ რეგისტრაციას",- განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, იქნება საგნობრივი გამოცდა და პედაგოგიური უნარების გამოცდა იმავე ტიპის, რაც ადრე იყო.

„განსაკუთრებული ცვლილებები ტესტის ფორმატში არ იქნება, მაგრამ არ ვიცით რას დაგეგმავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი სხვა მიმართულებით, ბარიერი როგორი იქნება და ა.შ. ეს უკვე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს უნდა ჰკითხოთ",- განაცხადა გორგოძემ.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2020
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით