შეფასების და გამოცდების ცენტრმა გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები გამოავლინა

შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესში ხშირად დაშვებული შეცდომები გამოავლინა. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, გაითვალისწინონ შეცდომები და რეგისტრაციის პირველი ეტაპი და 3 აპრილის 18:00 საათამდე დროულად დარეგისტრირდნენ.

„შეფასების და გამოცდების ცხელი ხაზის თანამშრომლებმა გააკეთეს ძალიან კარგი შეჯამება თუ რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები რეგისტრაციის პროცესში და რატომ ვერ რეგისტრირდებიან. რეგისტრაცია ვერ მიჰყავთ ბოლომდე რადგან ავიწყდებათ ბმულის მონიშვნა“, - ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს", მომხმარებლის სახელში ელექტრონული ფოსტის ნაცვლად უთითებენ სახელსა და გვარს, ასეთი შეცდომა ძალიან ბევრი ფიქსირდება; იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სახელოვნებო ან სასპორტო პროგრამებზე აბარებენ ავიწყდებათ, რომ აირჩიონ შემოქმედებითი ტური, რის გარეშეც რეგისტრაციას ვერ გაივლიან. ასევე ხშირია პროგრამების კოდების არასწორად მითითება; საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის შეცდომით ირჩევენ ტესტის ტიპს; ასევე იწყებენ რეგისტრაციას თანხის გადახდის გარეშე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთ საგანში თუ მაინც აქვთ თანხა გადახდილი, შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია 3 აპრილამდე აუცილებლად და 3 აპრილის შემდეგ დაამატონ სხვა საგნები. ასევე, ფიქსირდება თანხის არასწორად ჩარიცხვის შემთხვევები, მაგალითად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად რიცხავენ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე თანხას და ასეთი შეცდომების გამო რეგისტრაციისას პრობლემები ექმნებათ. ვთხოვთ აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ ეს შეცდომები და დროულად დარეგისტირდნენ გამოცდებისთვის",- განაცხადა გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის ელექტრონული განაცხადი 4000-მდე აპლიკანტმა შეავსო.

რეგისტრაციის მომდევნო ეტაპი 7 მაისს, 18:00 საათზე სრულდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო