ამხანაგობა „აქოლისი“ მცხეთის გენგეგმაზე მუშაობას იწყებს

ამხანაგობა „აქოლისმა“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამხანაგობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, „აქოლისი“ მულტიდისციპლინარული ჯგუფია, რომელიც დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო ორგანიზაციას აერთიანებს და სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშეიანების რეგულირების წესებსა და მცხეთის ქალაქმშენებლობითი კადასტრის მომზადებას გულისხმობს.

„ამხანაგობა „აქოლისი“ ითვალისწინებს მცხეთის, როგორც საქართველოს ძველი დედაქალაქის ისტორიულ, არქეოლოგიურ, კულტურულ და რელიგიურ მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში და მის დღევანდელობაში, მის ადგილს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სისტემაში და შექმნის ყველა პირობას, რათა შენარჩუნებული იქნეს ის უნიკალური გარემო, რომელიც მის ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ, მემორიალურ, არქეოლოგიურ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ღირებულებებს განაპირობებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო