სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ ახალ პროგრამას „საკრედიტო-საგარანტიო სქემა“ განახორციელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან საკრედიტო საგარანტიო მექანიზმს განახორციელებს, რომელიც 2019 წლის 28 მარტის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. საკრედიტო საგარანტიო სქემა ხელს შეუწყობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად ან ოპერირებენ ისეთ სექტორში ან ბაზარზე, რომელიც საბანკო სექტორში არსებული საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად დაკავშირებულია განსაკუთრებით მაღალ რისკთან.

„საკრედიტო საგარანტიო სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე. სესხის შეფასება ხორციელდება კომერციული ბანკის მიერ. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ოდენობით და თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 15%-ის ოდენობაზე.

ამასთან, საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარში აღებულ სესხებზე. მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 2 მლნ ლარის მოცულობის სესხის აღება. ამასთანავე, მსესხებლის ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ არ უნდა აღემატებოდეს 20 მლნ ლარს და მისი მთლიანი სასესხო ვალდებულებები სესხის აღების მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 8 მლნ ლარს. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 წელს,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს