მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანია მეცნიერების მიმართულებით გვქონდეს განვითარებაზე ორიენტირებილი გრძელვადიანი სტრატეგია

ჩვენი მიზანია მეცნიერების მიმართულებით გვქონდეს განვითარებაზე ორიენტირებილი გრძელვადიანი სტრატეგია, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამეცნიერო ფორუმზე განაცხადა.

სამინისტროს მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით სამეცნიერო ფორუმზე - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართა, რომელიც მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე განიხილება როგორც მეცნიერების სფეროში არსებული მდგომარეობა, ასევე განათლების რეფორმის გამოწვევები, მეცნიერების განვითარების პერსპექტივები და მისი როლი რეფორმის ახალი სისტემის შექმნაში. გაიმართა ასევე პანელ-დისკუსიები სხვადასხვა დარგში - საბუნებისმეტყველო, მედიცინისა და ჯანმრთელობის, აგრარული, ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური, სოციალური მეცნიერებებისა და ინჟინერიის, ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით.

სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობას უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები იღებენ. ღონისძიებას ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

განათლების მინისტრის თქმით, მეცნიერება რეფორის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მისი განვითარების გარეშე განათლება არ არსებობს.

„ჩვენი მიზანია მეცნიერების მიმართულებით გვქონდეს განვითარებაზე ორიენტირებილი გრძელვადიანი სტრატეგია. ყველაზე მთავარი არის ის რომ ეს სტრატეგია იყოს განხორციელებადი და ნაბიჯები გადაიდგას რაც შეიძლება სწრაფად. აუცილებელია განვსაზღვროთ ქვეყნისთვის სწორი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელიც დღევანდელ ტენდენციებს ეხმიანება. უნივერსიტეტებში, მეცნიერების მიმართულებით უახლოეს ერთ თვეში წარმოვადგენთ გეგმებს, რაც მოგვცემს საუკეთესო შედეგს. ჩვენი სტრატეგია, პირდაპირ მეცნიერების განვითარებისკენ იქნება მიმართული და როგორც ჩვენს მეცნიერებს, ასევე მომავალ მეცნიერებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში მაქსიმალურად დაეხმარება. ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ რეფორმის გზა და სწორედ თანამშრომლობით, ერთად უნდა მივიღოთ სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს, რომელიც ყველა მიმართულებით (სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება) კომპლექსურ და მათ შორის ინტერდისციპლინურ მიდგომებს გულისხმობს. განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების სამინისტრომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განსაზღვრა, კერძოდ, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ინიცირება და განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს