სოფო კილაძე და ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც რამდენიმე საათია სოციალური მუშაკების პრობლემის განხილვა მიმდინარეობს, კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს და ოპოზიცონერ დეპუტატ ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ხოშტარიამ კილაძეს თავხედი უწოდა და მოუწოდა, რომ ზრდილობა ისწავლოს. ელენე ხოშტარიას გაღიზიანება სოფო კილაძის რეპლიკას მოყვა, რომელმაც კოლეგას მიმართა დემაგოგიური განცხადებები შეეწყვიტა.

„წესიერად ილაპარაკე, ძალიან ბევრს გითმენს ყველა. ადამიანი არ იცი, ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი – ადამიანის უფლებები რომ არ გესმის, ზრდილობა მაინც ისწავლე”, - მიმართა ელენე ხოშტარიამ სოფო კილაძეს.

კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი მსჯელობის მთავარი საკითხი არის ის, თუ რა შესაძლო საბიუჯეტო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, რათა სოციალური მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს