ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ 2019 წლის თებერვლის მთლიანი შიდა პროდუქტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს.

მიქაბაძის განცხადებით, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც მაღალია რყევებია, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადობით გამოირჩევა. მისი თქმით, მდგრადობა გამოწვეულია იმ სტაბილური განვითარებით, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ხასიათდება. ეს არის სწორი მაკროეკონომიკური, კერძოდ, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის და იმ რეფორმების შედეგი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის შემცირებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და ეკონომიკურ აქტივობაში მოსახლეობის თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-თებერვალს საშუალო ზრდა 4.1 პროცენტს გაუტოლდა. 2018 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი იყო. მიმდინარე წლის თებერვალში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა. უძრავი ქონება. ვაჭრობა. ტრანსპორტი. ჯანმრთელობის დაცვა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ინვესტორთა განწყობაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ. მიმდინარე წლის თებერვალში სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებული იყო 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს