ელენე ხოშტარიას შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტრო და ადამიანის უფლებათა კომიტეტი ცდილობენ, სოცმუშაკებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას თავი აარიდონ

„ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად ცდილობს, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას თავი აარიდოს.

„როდესაც საკითხი დადგა ასე: თუკი გაკლიათ ფინანსური რესურსი ხელფასზე, ტრანსპორტზე, სხვა საჭირო საკითხების გადაწყვეტაზე, მოგვმართეთ პარლამენტს, რათა ფინანსთა სამინისტროს ვეჭიდაოთ, აქ მათ იმაზე დაიწყეს საუბარი, თუ რამდენად გამართლებულია ხელფასების გაზრდა. ფუნდამენტურად არ ესმით, რომ ეს მოთხოვნები დასაკმაყოფილებელია და პასუხისმგებლობას გაურბიან“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმსჯელეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა