მეხანძრე-მაშველებს ახალი სპეცფეხსაცმელი გადაეცათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, 4 000 წყვილი სპეციალური სპეცფეხსაცმელი იტალიურ კომპანია "GRISPORT"-ისგან შეიძინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალი სპეცფეხსაცმელი, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს მასშტაბით, 3 200 მეხანძრე-მაშველს დაურიგდა.

სპეცფეხსაცმელი 2-წლიანი საექსპლუატაციო ვადით გამოირჩევა.

მეხანძრე-მაშველებისთვის სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 677 600 ლარი დაიხარჯა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველები ახალ სპეცტანსაცმელსაც მიიღებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა