თამარ ჩუგოშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე ვენეციის კომისიის დასკვნას აპრილის შუა რიცხვებში ველოდებით

ჩვენი მოტივაციაა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

„ორშაბათს და სამშაბათს ჩვენ ვენეციის კომისიის ექსპერტებს ვუმასპინძლებთ. ორი დღის განმავლობაში ისინი შეხვდებიან ყველას, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში ველოდებით, რომ დასკვნა იქნება ხელმისწავდომი. ამის შემდეგ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყება. ჩვენ გადავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში კანონპროექტი იმ სულისკვეთებით, რომ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა რეკომენდაციები, რომლებიც იქნება შემოთავაზებული ექსპერტების მხრიდან, მითუმეტეს, რომ ვენეციის კომისია საქართველოს ძალიან კარგად იცნობს, წლებია აანალიზებს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობას და ბუნებრივია, ჩვენი მოტივაცია არის, ამ რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინება“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა