ელენე ხოშტარია სოცმუშაკებზე - შანტაჟის განცდა იყო, ადამიანები მე-5 დღეა აქციაზე დგანან და სამინისტროდან უპასუხეს, უფლებამოსილებას შეგიჩერებთო

შანტაჟის განცდა იყო, რომ ადამიანები მეხუთე დღეა დგანან კანცელარიასთან, პრობლემაზე ლაპარაკობენ და ჯანდაცვის სამინისტროდან პასუხი გვაქვს, რომ უფლებამოსილებას შეგიჩერებთო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი დაიბარონ და სოციალურ მუშაკთა პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი ბიუჯეტის გამოყოფაზე იმსჯელონ.

„მართლა შანტაჟის განცდა იყო, რომ ადამიანები მეხუთე დღეა დგანან კანცელარიასთან, პრობლემაზე ლაპარაკობენ და ჯანდაცვის სამინისტროდან პასუხი გვაქვს, რომ უფლებამოსილებას შეგიჩერებთო. როდესაც ზეგანაკვეთური სამუშაო განსჯის საგანიც კი არ არის, უფლებამოსილებას სწრაფად და ლამაზად შევაჩერებთ. რატომ? რომ ეს ხალხი შეშინდება და სახლში წავა? მადლობა ვუთხრათ, რომ არ მიდიან.

როგორ ვეძებთ გამოსავალს? ვამბობთ, რომ ფული არ არის. სად არის პრემიერ-მინისტრი? დავიბაროთ და დაველაპარაკოთ. ხომ ეგ წყვეტს სად არის პრიორიტეტები. გადავხედოთ ამ ბიუჯეტს და გადავანაწილოთ, მოვაჭრათ 15 000-ლარიან, 10 000 - ლარიან, 5 000- ლარიან ხელფასებს, რაც არსებობს. პოპულისტურად კი არ ვამბობ, სადღაც საჭიროა მაღალი ხელფასი, მაგრამ გადავხედოთ ბიუჯეტს და გამოვნახოთ ამისთვის ხარჯები,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის მიერ მიღებული “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე შესაბამისმა უწყებებმა ანგარიში წარადგინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო