თბილისის საკრებულოში გარკვეული კატეგორიის პირებისთვის შეღავათიანი მგზავრობის შესახებ იმსჯელეს

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე გარკვეული კატეგორიის პირებისთვის შეღავათიანი მგზავრობის შესახებ იმსჯელეს.

ცვლილებები კომისიის წევრებს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა მერაბ მამულაშვილმა და ვასილ აბულაძემ წარუდგინეს.

საუბარია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით, მეტროთი და საბაგიროებით („რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემაში ცვლილების შეტანაზე. საკითხს დეპუტატები საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უყრიან კენჭს.

ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, 9 აპრილს დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები, მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი დამხმარეები, ასევე მათი გამცილებლები უფასოდ იმგზავრებენ.

ასევე შეღავათიანი, 20 თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ „კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის“, “თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისა“ და ,,თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის“ თანამშრომლები.

ამასთან, კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილებისა და რუსთავი-თბილისის ხაზზე ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე.

ახალი დადგენილებით, უკვე არსებულ 14 ქუჩას ემატება კიდევ 12 ქუჩა და ჯამში განსაზღვრულ 26 ქუჩაზე მგზავრების ჩამოსმა-აყვანა სავალდებულო მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე იქნება.

სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა