ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - შევთანხმდით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 16 ფსიქოლოგი დაემატება

შევთანხმდით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 16 ფსიქოლოგი დაემატება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ავტომობილები გადანაწილდება იქ, სადაც ტაქსის სერვისი არ არის, ხოლო ტაქსი გამოყენებული იქნება იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს.

„შესაბამისად, ეს გაუგებრობა გარკვეული იქნება. ახლა ორი საკითხია ღიად - ერთი არის ის, რომ ხუთ ტერიტორიულ ერთეულში რემონტი ვერ ხერხდება, რადგან ჩვენს ბალანსზე არ არის. ტენდერი ყველგან გამოცხადებულია, გარდა ხუთი ტერიტორიული ერთეულისა. ამ ხუთ ტერიტორიულ ერთეულთან დაკავშირებით პარლამენტმა თქვა, რომ პროცესში ჩაერთვება - ნახავენ რა დამატებითი რესურსია საჭირო, რომ შესაბამისი სამუშაო პირობები გაიმართოს. სოციალური მუშაკებისთვის ხელფასების მომატება კანონით ისედაც იყო გათვალისწინებული 2020 წელს, თუმცა დაუყოვნებლივ მატებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის მხარდაჭერით დამატებითი კონსულტაციები გვექნება“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმსჯელეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს